Saturday, February 15, 2014
მერვე დღის რეფლექსია
ძალიან შრომატევადი და დამღლელი დღე იყო.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. შევავსეთ პროექტის გეგმის ყველა ნაწილი. პორტფოლიო შევამოწმეთ ჩეკლისტით
Monday, February 10, 2014
Sunday, February 9, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ დამღლელი მაგრამ ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. დავასრულეთ პრეზენტაცია. ვისწავლეთ google drive-ზე და ბლოგზე ატვირთვა. ვისწავლეთ ჩასწორება და გაზიარება
Saturday, February 8, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი და ბევრის მომცემი იყო. განვიხილეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები მასალების გამოყენების დროს. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება.გადმოვტვირთეთ საჭირო სურათები და დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა.
Sunday, February 2, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე. შევიტანეთ მონაცემები. ჩავსვით სტანდარტები და თემისთვის საჭირო 21- საუკუნის უნარჩვევები. ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტზე და გამოვკვეთეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო ძირითადი კითხვები და მიმართულებები.
მესამე დღის რეფლექსია
სამწუხაროდ დენის არ ქონის გამო კომპიუტერებთან ვერ ვიმუშავეთ, თუმცა მაინც საინტერესო იყო. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე ჩვენ პროექტებთან დაკავშირებით. მივიღეთ და გავუზიარეთ რჩევები
Saturday, February 1, 2014
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
- როგორ ფიქრობთ რა როლს თამაშობს ტელევიზია მოზარდის ცხოვრებაში?
თემატური კითხვები
- რომელ ამერიკულ ან ბრიტანულ გადაცემებს უყურებთ?
- რითი განსხვავდება ის ქართული გადაცემებისგან?
- რა გავლენას ახდენს უცხოური გადაცემები ქართულ გადაცემებზე?
- რომელი გადაცემაა ყველაზე პოპულარული გადაცემა მოზარდებში?
- რამდენად მიზანშეწონილია ყველა ტიპი გადაცემების ყურება მოზარდებისთვის
შინაარსობრივი კითხვები
- რა ინფორმაციას ფლობთ ტელევიზიის ისტორიის შესახებ ინგლისურ ენაზე?
- რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ინგლისურ ენოვანი გადაცემების ყურების დროს?
- როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?
- რამდენად ფლობთ მედია-ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე?
- რა გადაცემები გექნებოდათ თქვენი საკუთარი ტელევიზიის არსებობის შემთხვევაში ?
Sunday, January 26, 2014
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღე დაიწყო ბლოგების გადათვალიერებით.შემდეგ მოხდა თითეული მონაწილის პროექტის იდეის გენერაცია. ვიმსჯელეთ იმის შესახებ რამდენად იყო ესა თუ ის პროექტი კვლევაზე ორიენტირებული. გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები, მივიღეთ რჩევები.
Saturday, January 25, 2014
ტრენინგების პირველი დღე
პირველი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით მთლიან კურს, რომელიც 8 მოდულისაგან შედგება. ყველა საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია რომ დარწმუნებული ვარ ჩემს პროფესიულ საქმიანობას საკმაოდ საინტერესოს და ამასთანავე სახალისოს გახდის.
გაცნობის შემდეგ შევქმენით საკუთარი პორტპფოლიოები სადაც განვათავსეთ და მომავალშიც განვათავსებთ ძირითად რესურსებს.
გავეცანით ასევე პროექტის შაბლონს, შევქმენით ბლოგი სადაც დავდებთ ტრენინგის დროს შექმნილ მასალებს
გაცნობის შემდეგ შევქმენით საკუთარი პორტპფოლიოები სადაც განვათავსეთ და მომავალშიც განვათავსებთ ძირითად რესურსებს.
გავეცანით ასევე პროექტის შაბლონს, შევქმენით ბლოგი სადაც დავდებთ ტრენინგის დროს შექმნილ მასალებს
Subscribe to:
Posts (Atom)